|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„რუსმა მოსწავლეებმა ნაკლებად უნდა ისწავლონ უცხო ენები“

„რუსმა მოსწავლეებმა ნაკლებად უნდა ისწავლონ უცხო ენები“-  ასე მიაჩნია რუსეთის კულტურის მინისტრ ვლადიმერ მედინსკის. პრეზიდენტის სხდომაზე, რომელიც ეროვნებათშორისი ურთიერთობის საკითხებს ეხებოდა, კულტურის მინისტრმა პრეზიდენტ პუტინს თხოვნით მიმართა. მინისტრმა პუტინს სთხოვა, რომ განათლების სამინისტრომ რუსული ენის სწავლების გაუმჯობესებისთვის შეამციროს უცხო და რეგიონალური ენების შესწავლის საათები სკოლებში. „ თუკი ამას არ გავაკეთებთ რა კულტურაზეა საუბარი? მთელ ჩვენს ძალისხმევას აზრი არ ექნება“, -აღნიშნა მინისტრმა. 

სხდომაზე პუტინმა მიუთითა, რომ სახელმწიფო გამოცდების უკანასკნელი შედეგები „იმის საბაბს იძლევა დავუბრუნდეთ რუსული ენის სწავლების პროგრამებს და მოთხოვნებს სწავლების  ხარისხზე“.

წელს რუსეთის განათლების ზედამხედველობამ დაწია საერთო სახელმწიფო გამოცდების მინიმალური ზღვარი რუსულ ენასა და მათემატიკაში, და ქულები 36-დან 24-მდე ჩამოიყვანა. 

წყარო:grani.ru

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა