|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორგანიზაცია „მოქალაქე" პროექტს სტუდენტებისათვის იწყებს

ორგანიზაცია „მოქალაქე" იწყებს  პროექტს „სტუდენტები თვითმმართველობისათვის".

 

  • ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
  • საზოგადოებრივ პროცესებში სტუდენტების თანამონაწილეობის მნიშვნელობის გაზრდა და მოქალაქეობრივი მოვალეობებისა თუ როლის გაცნობიერების ხელშეწყობა.
  • თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა.

 

ამ მიზნის მისაღწევად პროექტით გათვალისწინებულია:

 

  • სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა/ანალიზი, მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტების შემუშავება.
  • სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თვითმმართველობის არსის და ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გაცნობა.

 

 

კონკურსი ტარდება სამ ეტაპად:

 

პირველი -  შესარჩევი ეტაპი, რომლის მიზანია საკონკურსო გუნდების ფორმირება და შერჩევა;

 

ყველა გუნდი, რომელიც წარმატებით გადალახავს შესარჩევ ეტაპს, მონაწილეობას მიიღებს მეორე და მესამე ტურში და იმუშავებს კონკრეტული მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესწავლა/ანალიზსა და ამავე მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვის, გეგმის შემუშავებაზე.

 

მეორე და მესამე ტურის მონაწილეებისათვის უშუალოდ მათ რეგიონებში ჩატარდება სპეციალური ტრენინგები თვითმმართველობის არსის, კვლევის მეთოდების, ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის შესახებ,  რომელიც დაეხმარება გუნდებს ამ ეტაპებზე გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებაში.

იხილეთ სრულად:  mokalake.de


ავტორი: ნიუპრესი