|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ავალიანი: "ბიუჯეტში მასშტაბური ცვლილებები შევიდა"

 ქუთაისის  საკრებულომ რიგგარეშე მე-5 სხდომაზე  მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა.  ქალაქის საფინანსო სამსახურის უფროსის,  ირაკლი ავალიანის განმარტებით,  ბიუჯეტში  ყველაზე   მასშტაბური  ცვლილება განხორციელდა  და ის ბიუჯეტის 30 პუნქტს  მოაცავს.

240  ათასი    ლარი ააიპ კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას,  20 ათასი  ლარი ლადო მესხიშვილის თეატრს  და 20 ათასი   ლარი მელიტონ ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის თეატრს  დაემატა,   50 000 გზებისა და ხიდების რეკონსტრუქციას,  40 000 ლარი სამედიცინო დახმარების პროგრამას გადაეცა.   

დაფინანსდა  სოციალურ ღონისძიებათა პროგრამა, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ააიპ ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლი, . ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა,  აგრეთვე ქალაქ ქუთაისში სკულპტურული ქანდაკებების დადგმა- დემონტაჟისა და მემორიალური დაფების მოწყობის პროგრამა.

თანხა დაემატა მერიის სარეზორვო ფონდს, თუმცა  ბიუჯეტში  თანხა გარკვეულ მ მუხლებს მოაკლდა  კიდეც. -სოციალურად  დაუცველი ოჯახების ყოფითი  პირობების  გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამას  30  ათასი  ლარი, ხოლო   განსაკუთრებული საჭიროებების  მქონე  პირთა  პროგრამას  40 ათასი  მოაკლდა.

ავალიანის თქმითისე არ ხდება,   რომ სოციალურად დაუცველთა  საჭიროებისათვის განკუთვნილი პუნქტიდან  თანხები სხვა მიმართულებით გადადიოდეს,  ისევ იმავე სფეროში რჩებაოღონდ სხვა საჭიროებებზე.

საფინანსო  სამსახურის  უფროსი საბიუჯეტო ცვლილებებს ამართლებს და აცხადებს, რომ ყველა ცვლილება სამსახურებისა და აიპის მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით ხორციელდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა