|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შესრულებული და არასრულად გახარჯული 2014 წლის ბიუჯეტი

ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა, ირაკლი ავალიანმა საკრებულოს 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა.  ბიუჯეტის ანგარიშმა, მსგავსად დღის წესრიგით წარმოდგენილი სხვა საკითხებისა,  ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა. საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტიდან სამი მილიონი ლარის აუთვისებლობაში ადანაშაულებდნენ. 

როგორც ირაკლი ავალიანმა „ნიუპრესთან“ საუბარში განმარტა, 2014 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი თავდაპირველად 43 704,5ათასი ლარით განისაზღვრა, თუმცა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტში 11 ცვლილება შევიდა და წლის ბოლოს 64 611, 5 ათასი ლარი შეადგინა. მსგავსად გასული წლებისა, პრიორიტეტებამჯერადაც ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და  სოციალური საკითხები წარმოადგენდა.

მერიის საფინასო სამსახურის უფროსის განმარტებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მთავარი ფინასური დოკუმენტით განსაზღვრული შემოსულობების გეგმის ფაქტობრივმა შესრულებამ  (ნაშთის ჩათვლით) 64 832,8 ათასი ლარი  შეადგინა.

რაც შეეხება თანხის გაუხარჯავობას, საფინანსო სამსახურის უფროსი  „ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას“ უკავშირებს. ირაკლი ავალაიანის განცხადებით, მერიამ გასულ წელს პრემიების  და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით სოლიდური თანხა დაზოგა. მისივე თქმით, სწორედ დანაზოგის სახით მიღებული თანხა დარჩა აუთვისებელი, მსგავსი ფაქტები კი წინა მთავრობის პირობებშიც ხდებოდა.

წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 20%-იანი ჩავარდნა ჰქონდა მერიის კეთილმოწყობის  ღონისძიებების საკასო შესრულებას, რასაც თავის დროზე ტენდერების დაგვიანებით გამოცხადებით ხსნიდნენ.

შემოსავლების ნაწილი 53896, 2 ათასი  ლარით შესრულდა, სადაც დიდი წილი (4500,0 ათასი) ქონების გადასახადებზე მოდის.  გრანტების სახით ბიუჯეტში 41 431, 9 ათასი ლარი ჩაირიცხა.  არაფინანსური აქტივებიდან ბიუჯეტში 2392,2 ათასი ლარი შევიდა, ფინასურმა აქტივებმა კი  8528. 0 ათასი ლარი შეადგინა.

10%-იანი  დანაკლისი განიცადა გადასახადების საკასო შესრულებამ. გათვლილი 64611, 5 ათასი ლარიდან ბიუჯეტში 58140, 0 ათასი ლარი შევიდა.

გასულ წელს სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეთა დასახმარებლად 223, 7 ათასი ლარი გაიხარჯა.  96, 6%–ით შესრულდა დასვენების, კულტურისა და რელიგიისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა