|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ახალი გაზეთის“ მორიგი ნომერი გამოვიდა

„ახალი გაზეთის“ 30  მარტი - 5 აპრილის ნომერი გამოვიდა. აქ თქვენ წაიკითხავთ ვრცელ სტატიას ქუთაისის ოპერის თეატრის მორიგ დაპირისპირებაზე. რა გახდა დავის მიზეზი და რას ვერ იყოფენ ოპერის თანამშრომლები, ამის გარკვევას ჩვენი ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე შეეცადა. 

ნეპოტიზმზე ქუთაისშიც ალაპარაკდნენ. ამჟამად განხილვის თემა ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მამის დასაქმება გახდა. ნესტან ჩაგელიშვილი მოგიყვებათ „რატომ აბრუნებს ქუთაისის მერი მამის ხელფასს უკან?“ 

აქვე  წაიკითხავთ  ტარიელ დათიაშვილის დისკუსიას თემაზე: “ციხე - დამნაშავის გამოსწორების, თუ დამნაშავედ ჩამოყალიბების ადგილი?“. 

„ახალი გაზეთი“ სიახლეებს მედიცინის სფეროდანაც გაგაცნობთ. ანა ჯიქია მოგიყვებათ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კარდიოქირურგიული  მომსახურეობის შესახებ.  

 რატომ უნდა იოცნებოთ და რა არის  "ოჩოს ქოხი", მუსიკა თუ სახლი, ამ და სხვა საინტერესო ამბების გაგებას "ახალი გაზეთის" ფურცლებიდან შეძლებთ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა