|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაღუპული პოლიციელი ლექსებს წერდა

  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ბექა მარგიშვილი ლექსებს წერდა. სოციალურ ქსელში მისი ლექსები და  შესრულებილი სიმღერა  ვრცელდება.  გთავაზობთ ერთ-ერთ ლექსს, რომელიც ბექას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აქვს დადებული.

ამბოხი

თავს დათენებული ფიქრთა ამბოხებით,
ცამდე აწვდენილი მზერა დაბინდულა.
სიზმრებში მოცული თეთრი ალმოდებით,
პოეტის ირაო ცაში გარითმულა.

მიწის სილამაზე, ზეცის ეპოპეა,
სიცოცხლე- ხანგრძლივი,სიცოცხლე- ხანმოკლე...
ჩემი სიამაყე ჩემი მეტოქეა,
ჩემი თავმდაბლობა მაგონებს ,,დამოკლეს,,.

ესეც პარადოქსი და ესეც სამიზნე!..
თითქოსდა, მინდოდა, რომ აღარ მენახა და
ეს მოქმედება არ ჰგავდა გამიზნულს,
მე ჩემი ხელები იდუმალს შევახე.

...და ჩემი ლოდინი ჰგავს გლეხის წამებას,
მიწადაბზარული, ურწყავი, ტკივილით.
ხმა ისმის შორიდან, დიადი ზარების და
გადაქცეულა გალობა კივილად.


მიწის სილამაზე, ზეცის ეპოპეა,
სიცოცხლე- ხანგრძლივი,სიცოცხლე- ხანმოკლე...

/ბექა მარგიშვილი/

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა