|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალი გაზეთის" 8-14 ივნისის ნომერი გამოვიდა


"ახალი გაზეთის" 8-14 ივნისის ნომერი გამოვიდა. აქ თქვენ წაიკითხავთ:  ნესტან ჩაგელიშვილის სტატიას ქუთაისში სატრანსპორტო ხაზებზე მეორედ გამოხადებული კონკურსის შესახებ "ჩაშლილი კონკურსი და ტრანსპორტის პრობლემები ქუთაისში",   ნესტან ჩაგელიშვილი მოგიყვებათ ასევე საფეხბურთო კლუბის "ტორპედო" ირგვლივ ატეხილი აურზაურის შესახებ სტატიაში- "გაზრდილი ხელფასები და ურთიერთგამომრიცხავი ბრალდებები ქუთაისში". 
 "ქართული ოცნების"  მმართველობის ორწლიანი პერიოდი  არასამთავრობო სექტორი კვლევებზე დაყრდნობით ანა ჯიქიამ შეაფასა. 
 აქვე გაეცნობით იპოთეკით დაზარალებული  კიდევ ერთი ოჯახის ისტორიას-  "იპოთეკის მორიგი მსხვერლპი ქუთაისში", თემაზე ანა ჯიქიამ იმუშავა. თამარ კურატიშვილმა მოამზადა სტატია "ქალზე ძალადობა- დუმილი სოციუმში". ანი ლიპარიშვილი,  ბერი ანდრიას დედას ესაუბრა. ის გიამბობთ 17 წლის ქუთაისელი ბერის ცხოვრებასა და ტრაგიკულ აღსასრულზე.
გაზეთის ამავე ნომეში გაიცნობთ ფერედნელ "ილია ჭავჭავაძეს"- საიდ მულიანს, რომელსაც  ანა ჯიქია ესაუბრა. ბოლოს კი წაიკითხავთ მეტად საინტერესო მასალას "თავისუფლება გისოსებს მიღმა".  ანა ჯიქიასთან ერთად მასალის თანაავტორია პოეტი და იურისტი  თემო შენგელაია.
 კვირის მნიშვნელოვანი ამბებით  გაზეთი უკვე გაყიდვაშია. 


ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა