|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ახალი გაზეთის 22-29 ივნისის ნომერი გამოვიდა

ყოველ ორშაბათს, ტრადიციულად, „ახალი გაზეთი“ მკითხველის გვერდითაა. გაზეთის ამ ნომრის მთავარი თემა  ქუთაისისა და იმერეთის  მდინარეები და მათთან დაკავშირებული საფრთხეებია.  ნესტან ჩაგელიშვილის  სტატიაში „ორასკურა- პატარა მდინარე დიდი პრობლემებით“ გაეცნობით ქუთაისის მდინარის ახლანდელ მდგომარეობას და მის პერსპექტივას.  ანა ჯიქიას სტატიაში „წითელი ზონა“ ქუთაისში“  მოთხრობილია რიონისპირა დასახლებაში წლების წინ მომხდარ ტრაგედიასა და სახითათო ზონაში ადამიანების ცხოვრების რეალობაზე.  ხოლო თუ რას იხსენებს თბილისში,  სტიქიის ზონაში მომუშავე ქუთაისელი მაშველი, ამის გაგებას ანი ლიპარიშვილის წერილში “ჩემი  მთავარი მიზანი, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის გადარჩენა იყო“  შეძლებთ.

რას შედეგები მოაქვს  სპეციალისტების მოსაზრების  იგნორირებას, ამ თემაზე „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტი ქალაქის ყოფილ მერს,  არქიტექტორს დავით მელქაძეს ესაუბრა. მის მოსაზრებას  „ბაღების გასხვისება და დამახინჯება სისხლის სამართლის დანაშაულია“ ამ სახელწოდების ინტერვიუში გაეცნობით.

„ახალი გაზეთის“ ჟურნალისტური გამოძიება საარჩევნო სისტემას უკავშირდება. გაზეთი აგრძელებს წერილების ციკლს, რომელიც „ქართული ოცნების“ ორწლიან მმართველობას უკავშირდება.  ამ და სხვა საინტერესო სტატიებით „ახალი გაზეთი“ უკვე გაყიდვაშია.


ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა