|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალი გაზეთის" 29 ივნისი-12 ივლისის ნომერი გამოვიდა

რატომ ამბობს ქუთაისის მერია  10 მილიონზე უარს ამბობს,  ამის გაგებას ნესტან ჩაგელიშვილის სტატიაში შეძლებთ. ანი ლიპარიშვილის სტატიაში „20 წელი მიტოვებულ სახლში ვცხოვრობ“ აფხაზეთიდან დევნილი ქალის მძიმე ისტორიას გაეცნობით,  რომელიც  დევნილებისათვის ბინების განაწილების პროცესზე უკმაყოფილებას გამოთქვამს.  „ ახალი გაზეთის“ სადისკუსიო კლუბი, რომელსაც ტრადიციულად ტარიელ დათიაშვილი უძღვებოდა  გთავაზობთ დისკუსიას ვერეს ტრაგედიის მიზეზებზე-სათაურით „ქალაქის ზრდა მის განვითარებას არ ნიშნავს“ რა მოხდა13 ივნისს-ამ თემაზე საუბარია თამარ კურატიშვილის ჟურნალისტურ გამოძიებაში  „არაზუსტ გადაწყვეტილების მიღებას შთამომავლობა არ გვაპატიებს“.
 გაზეთი აგრძელებს „ქართული ოცნების“ ორწლიანი მმართველობის შეფასებას- ანა ჯიქიას წერილი ამჯერად ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას ეძღვნება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობითაა მომზადებული. 
 ლიტერატურული კონკურსის  ქუთაისელ გამარჯვბულს, ცოტნე ცხვედიანს ანა ჯიქია ესაუბრა. ამ და სხვა საინტერესო ამბებს ახალი გაზეთის ფურცლებიდან გაიგებთ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა