|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვნებათაღელვა ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ არ ცხრება

ქუთაისის საკრებულოს წევრის ნატო ქათამაძის სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. საკრებულოს წევრი ააიპი ბოტანიკური ბაღის დირექტორს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ბაღში მცენარეების გამოყვანის ნაცვლად სახინკლეები,  დუქნები და საბილიარდოები იხსნება. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი ნატო ქათამაძეს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ხვადაგიანმა იქაურობა მოაწესრიგა და ქალაქს კიდევ ერთი დასვენების ადგილი შემატა. "რას გავდა მაქაურობა და როგორ გააკეთა ამირანმა. ყველაფერში უმადურობა შეიძლება არ შეიძლება",-წერს ლევან ჭანჭალეიშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ქალაქის მერიის  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ქალაქის ყოფილი მერი ბაკურ ბალანჩივაძე კი წერს" რა გინდათ რას მიედ-მოედებით, საქმე კეთდება, ბაღი თავის ფუნქციას იბრუნებს, ადამიანები დასაქმებულია, სამეცნიერო შემოქმედებითი მუშაობა დაწყებულია, მრავალი სხვა სიახლეები იგეგმება, სათავეში განათლებული, ინტელიგენტი, პროფესორი კაცი უდგას, თუ ის ჯობია ორი კლასის განათლება და დანარჩენი პარტიაში ყავის სმაში გატარებული დღეების აქტივისტი დაინიშნოს? კაი ერთი რააა, ისე ჩვენი ბრალიცაა, ასეთებს სართოდ არ უნდა გამოყვე, თორემ თავში აუვარდათ",-წერს ბალანჩივაძე.
ხვადაგიანის დამცველთა შორის აღმოჩნდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი სულხან ქობულაძეც. მისი თქმით, ბოლო წლებში, რაც ქუთაისში გაკეთებულა, ბოტანიკური ბაღი არის ნათელი წერტილი, მის განვითარებას შეუძლია ქუთაისისთვის კიდევ ერთი ადგილობრივი, თუ ჩამოსული სტუმრებისთვის ღირსეშანიშნავ ადგილად იქცეს, ბაგრატის ტაძრისა და გელათის გვერდით."
ოპონენტებს ქათამაძე თავად პასუხობს.



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა