|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრენინგი - "ქალთა გაძლიერება ბიზნესში"

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) მხარდაჭერით იწყებს პროგრამას: "ქალთა გაძლიერება ბიზნესში". პროგრამის ფარგლებში იწყება მონაწილეების შერჩევა ტრენინგებისთვის, რომელთა მიზანია ბიზნესში ქალთა აქტივობის და შესაძლებლობების გაზრდა.
მონაწილეები შეირჩევა შევსებული აპლიკაციების საფუძველზე. 

მონაწილეობის პირობები: მონაწილეობა შეუძლიათ ქალებს, მოქმედ მეწარმეებს ან ბიზნესის დაწყების მსურველებს; არ არის შეზღუდული ბიზნესის ტიპი ან სექტორი. 
ტრენინგში მონაწილეობა, მენტორინგში, სასწავლო ვიზიტებსა და საჯარო სექტორთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის წინაპირობაა. 

ტრენინგები ჩატარდება ქ. თბილისში ორ ეტაპად:

1. ბიზნეს ტრენინგი - აგვისტოში - ხანგრძლივობა (4 დღე)
2. ადვოკატირების ტრენინგი - ოქტომბერში - ხანგრძლივობა (3 დღე). 

ტრენინგში მონაწილეობის ხარჯები ანაზღაურდება პროექტის http://www.economists.ge/ka/news/141-qalta-gadzliereba-biznesshi ფარგლებში. 
ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაციის ფორმა და შევსებული აპლიკაციის ელექტრონული ვერსია გამოაგზავნონ ელ-ფოსტით მისამართზე: keti@economists.ge 2015 წლის 1 აგვისტომდე. 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ მეილზე.
პროგრამა დაფინანსებულია G4G-ის მიერ, რომელიც USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებს "დელოიტ კონსალტინგი". G4G მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.

ავტორი: ნიუპრესი