|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"45 გრადუსიან სიცხეში მიწევს მუშაობა ქუთაისის საკრებულოში"

"მე რა ვქნა, მე? შოთა მუღღულია, დავით დვალი... 45 გრადუსიან ოთახში მიწევს მუშაობა ქუთაისის საკრებულოში, სადაც არ მუშაობს კონდიციონერი და ერთ კვირაზე მეტია, სუნთქვა ჭირს. ვის არ მივმართე, ვინ არ "შევაწუხე" და დღეს მეუბნებიან, რომ "შესყიდვებს" გამოაცხადებენ ახალი კონდიციონერის შესაძენად. არადა ეს კონდიციონერი რომ შესაცვლელი იყო, უკვე 6 თვეა იცოდნენენ... 
ასევე უსარგებლოა პერსონალური კომპიუტერი, არ მაქვს ნორმალური პრინტერი (მე კიდევ არამიშავს, საკრებულოს ზოგიერთ წევრს, ამ დრომდე(უკვე ერთი წელია) არ აქვს კომპიუტერი, პრინტერი და საერთოდ მაგიდაც კი...) 
სულ პრობლემაა სასმელი წყალი. 2 კვირიანი "ხვეწნის" შემდეგ ძლივ ამოიტანეს...

და საერთოდ, ბატონებო, როცა საკრებულოში პრემიებსა და დანამატებს არიგებთ და ბიუჯეტის ფულით სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრებებს ყიდულობთ (თქვენივე ოთახების "გასალამაზებად") და პირად კომფორტ იქმნით, იქნებ გაიხსენოთ, რომ ჩვენ სამუშაო პირობები გვინდა...

არ დამიწყოთ ახლა, "აქ" რატომ წერ და მათ პირადად არ ეუბნებიო... ვეუბნები, ვეუბნები, ვეუბნები... მაგრამ ესმის ვინმესს?!"-წერს ნატო ქათამაძე სოციალურ ქსელში.

ავტორი: ირინა მაკარიძე