|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სპორტსმენები პრეზიდენტს ულტიმატუმს უყენებენ

საქართველოს აკა­დე­მი­­რი ნიჩბოს­ნობის ფე­დე­რა­ცი­ის ახალარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს ბეჟან ხურ­ცი­ძეს სპორ­ტსმე­ნები უნ­დობლობას უცხადებენ და თა­ნამ­დებობიდან მის წას­ვლას მო­ითხოვენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოთხოვ­ნის შეს­რუ­ლებამ­დე ისი­ნი ვარჯიშ­ზე უარს ამბობენ. იმ შემთხვე­ვა­ში, თუ ხურ­ცი­ძე ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლობაზე უარს არ იტყვის, სპორ­ტსმე­ნები ფე­დე­რა­ცი­­ში ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის შეშ­ვებითა და ნიჩბოს­ნობის ფე­დე­რა­ცი­­ში არ­სებული ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვების გა­მო­ძიებით იმუქ­რებიან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აკა­დე­მი­­რი ნიჩბოს­ნობა 1950-იან წლებში გავ­რცელ­და, რო­ცა ლიტ­ვი­დან ნა­ვები ჩა­მო­­ტა­ნეს, ხოლო თბილის­სა და მცხეთა­ში პირ­ვე­ლი სა­ნიჩბოს­ნო ბაზები მო­აწყვეს და სას­წავ­ლო ჯგუ­ფები გახსნეს. მოგ­ვი­­ნებით ამ სახეობის გან­ვი­თა­რების­თვის ხელ­საყრე­ლი პი­რობები შე­იქ­მნა ქუ­თა­ის­ში, ფოთ­სა და რუს­თავ­ში. 1991 წლის 27 ივ­ლისს, კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნიჩბოს­ნობისა და კა­ნო­ეს ფე­დე­რა­ცია და­ფუძ­ნდა. ფე­დე­რა­ცი­ას 1996 წლი­დან ყოფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი და ვა­ნის ყოფი­ლი მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ბეჟან ხურ­ცი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

აკა­დე­მი­­რი ნიჩბოს­ნობით და­კა­ვებული სპორ­ტსმე­ნების უკ­მაყოფი­ლება მიმ­დი­ნა­რე წლის 19 ნო­ემბერს, მცხეთა­ში ჩა­ტა­რებულ­მა ნიჩბოს­ნობის ფე­დე­რა­ცი­ის არ­ჩევ­ნებმა გა­მო­იწ­ვი­ა. არ­ჩევ­ნებში მო­ნა­წი­ლე 19-მა დე­ლე­გატ­მა არ­ჩე­ვა­ნი ორ კან­დი­დატს - ფე­დე­რა­ცი­ის უც­ვლელ ხელ­მძღვა­ნელ ბეჟან ხურ­ცი­ძე­სა და ყოფილ სპორ­ტსმენ, ნიჩბოსან რო­მან ვა­ჩე­იშ­ვილს შო­რის გა­­კე­თეს. ხურ­ცი­ძემ 10 ხმა მი­­ღო და ფე­დე­რა­ცი­ის მე­თა­­რის პოს­ტზე ყოფ­ნის ვა­და კი­დევ ოთხი წლით გაიხან­გრძლი­ვა.

სპორ­ტსმე­ნები არ­ჩევ­ნებს უკა­ნო­ნოდ თვლი­ან, მის შე­დე­გებს უნ­დობლობას უცხადებენ და გა­უქ­მებას ითხოვენ. მა­თი თქმით, არ­ჩევ­ნები დარ­ღვე­ვების ფონ­ზე ჩა­ტარ­და და ხურ­ცი­ძემ მხოლოდ ის ხალხი მიიყვა­ნა, რო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რა გა­რან­ტი­რებული ჰქონ­და. არ­ჩევ­ნების დღეს, ასე­ვე, აკა­დე­მი­­რი ნიჩბოს­ნობისა და კა­ნო­ეს ფე­დე­რა­ცი­ის დაშ­ლის გა­დაწყვე­ტი­ლებაც მი­­ღეს. კა­ნო­ეს ფე­დე­რა­ცია ნიჩბოს­ნობას გა­მოეყო და ამდრომდე და­მო­­კი­დებლად არ­სებობს. 

ნიჩბოს­ნობის ფე­დე­რა­ცი­­ში ჩა­ტა­რებული არ­ჩევ­ნებით უკ­მაყოფი­ლო სპორ­ტსმე­ნებმა გა­სულ კვი­რას, მცხეთა­ში აქ­ცია გა­მარ­თეს და ხურ­ცი­ძეს თა­ნამ­დებობის და­ტო­ვების­კენ მო­­წო­დეს. მათ მოთხოვ­ნას უერ­თდებიან ქუ­თა­­სე­ლი სპორ­ტსმე­ნებიც. ირაკ­ლი უკ­ლება, რო­მე­ლიც აკა­დე­მი­­რი ნიჩბოს­ნობის ნაკ­რების წევ­რი და მსოფ­ლიო ჩემ­პი­­ნი­ა, ამბობს, რომ ბეჟან ხურ­ცი­ძეს ნიჩბოს­ნობის ფე­დე­რა­ცია და სპორ­ტის ამ დარ­გის გან­ვი­თა­რება არ აინ­ტე­რე­სებს. მას უბრა­ლოდ თა­ნამ­დებობაზე ყოფ­ნა და ფე­დე­რა­ცი­­დან ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში გა­და­ნაც­ვლება სურს.

„ჩვენ არა­ვი­თა­რი წინ­სვლა არ გვექ­ნება, თუ ეს ადა­მი­­ნი ამ თა­ნამ­დებობაზე დარ­ჩა. წა­ვი­დეს ბეჟან ხურ­ცი­ძე და რა­ღაც ეშ­ვე­ლება ამ სპორტს. აკა­დე­მი­­რი ნიჩბოს­ნობა არის დარ­ჩე­ნი­ლი ძვა­ლი და ამ ძვალ­საც ღრღნი­ან. ამ ადა­მი­ანს არ აინ­ტე­რე­სებს გუნ­დის წარ­მა­ტება. მის­თვის მთა­ვა­რია ოლიმ­პი­ურ შეჯიბრებებზე და სა­ნახაობაზე სი­­რუ­ლი. სპორ­ტსმე­ნები ფე­დე­რა­ცი­ის გვერ­დში დგო­მას ვერ გრძნობენ. სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­­ნატს პრე­ზი­დენ­ტი არ ეს­წრება, შეჯიბრებაზე არ და­დის და თავს იმით იმარ­თლებს, დრო არ მაქ­ვსო," - ამბობს ირაკ­ლი უკ­ლება.

ქუ­თა­ის­ში, სა­ნიჩბოს­ნო ბაზა ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, ჭო­მის და­სახლებაში მდებარეობს. ბაზა ვი­ზუ­­ლუ­რად ქა­ლა­ქის მე­რი­ის მი­ერ შე­ღებილი კედ­ლებით იწო­ნებს თავს, თუმ­ცა სპორ­ტსმე­ნებისათ­ვის სა­ვარჯიშო პი­რობები ად­გილ­ზე არ არ­სებობს. კერ­ძოდ, ბაზა­ზე არ აქვთ ნა­ვები, ნიჩბები, ფორ­მები, ხოლო წყალ­ზე გა­სას­ვლე­ლი, რო­მე­ლიც არ­ცთუ სახარბიე­ლო მდგო­მა­რეობაში­ა, სპორ­ტსმე­ნებმა სახლი­დან მი­ტა­ნი­ლი ფიც­რებით შე­ჭე­დეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სახარბიე­ლო ვი­თა­რება ქვეყნის მას­შტაბით არ­სებულ არც სხვა ბაზებზე გვხვდება. მა­გა­ლი­თად, ფოთ­ში სპორ­ტსმე­ნები ვა­გონ­ში არი­ან, ხოლო თბილის­ში ნიჩბოს­ნებისათ­ვის გა­სახდე­ლის ფუნ­ქცი­ას „ბრე­ზენ­ტშე­მოვ­ლებული" ფარ­თი ას­რუ­ლებს.

მე­რაბ ჯანე­ლი­ძე, რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­ში, სა­ნიჩბოს­ნო ბაზა­ზე უკ­ვე 12 წე­ლია მწვრთნე­ლად მუ­შაობს, ამბობს, რომ ამ ხნის გან­მავ­ლობაში ბეჟან ხურ­ცი­ძე ქუ­თა­­სის ბაზა­ზე ერთხელაც არ უნახავთ. უფ­რო მე­ტიც, ფე­დე­რა­ცია ბაზას არც ნიჩბოს­ნობისათ­ვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლობითა და ინ­ვენ­ტა­რით უზ­რუნ­ველყოფს. ხოლო ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ხარჯით შე­ღებილი ფა­სა­დები სპორ­ტსმე­ნებისათ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლებლა

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა