|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყოფილი „ნაციონალები“ კონსულტაციებს თურქეთში გადიოდნენ

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი „ნაციონალი“ დეპუტატები ტარიელ მესხი და კახაბერ ნემსიწვერიძე გასული წლის დეკემბერში თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

newpress.ge-ის წყაროს ინფორმაციით, ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად  ტარიელ მესხის სიდედრის ავადმყოფობა დასახელდა.  თუმცა, newpress.ge-ის წყაროს მტკიცებით, „ნაციონალი“ დეპუტატები მეზობელ ქვეყანაში მორიგი დირექტივების მისაღებად გაემგზავრნენ. რომელიც თურქეთში მყოფი ყოფილი ვიცე-მერის, ირაკლი ჯიქიასგან კონსულტაციების შედეგად მიიღეს.

ირაკლი ჯიქიას ქუთაისის ვიცე-მერის თანამდებობა 2011 წლიდან ეჭირა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს თანამდებობა ექსკლუზიურად ჯიქიას კანდიატურისთვის დაამატეს.

იგი იმერეთის ყოფილი გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას კადრად მოიაზრებოდა. მაქაცარიამ მის „სანდო კაცს“ ფინანსური საკითხების მართვა ჩააბარა. ჯიქია იმდენად „ნიჭიერი“ ვიცე-მერი გამოდგა, რომ მაქაცარიას კიდევ ერთი ფავორიტი, ასვე ვიცე-მერი დავით ანდღულაძის უფლებამოსილება გვარინად დაასუსტა. საბოლოოდ, კი ანდღულაძემ პირადი ნების საფუძველზე გადადგომის განცხადება გაკეთა.

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს შემდეგ, თანამდებობას თვით ჯიქიაც გამოემშვიდობა და თავი მეზობელ თურქეთს შეაფარა.

newpress.ge-ის წყაროს ცნობით, მესხის და ნემსიწვერიძის ვიზიტის შესახებ პროკურატურაც საქმის კურსშია, თუმცა დაიკითხნენ თუ არა ისინი ამ ვიზიტის შესახებ, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს 9 ყოფილმა „ნაციონალმა“ დეპუტამა გასულ კვირას ახალი ფრაქცია – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ჩამოაყალიბა. ასევე, შეიქმნა, ამავე სახელწოდების პარტიის საქალაქო ორგანიზაცია, რომელსაც ყოფილი ვიცე–გუბერნატორი, გოჩა თევდორაძე ხელმძღვანელობს.



 

ავტორი: ნიუპრესი