|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირება სასულიერო აკადემიაში - რექტორი სტუდენტებს "ჩიპიანი პასპორტების" აღებისკენ მოუწოდებს

"ჩიპიანი პასპორტების" გამო ქუთაისის სასულიერო აკადემიის ახალ რექტორს სტუდენტები უპირისპირდებიან.

დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, როდესაც სემინარიის ახალმა რექტორმა მამა ირაკლი ახალაძემ სტუდენტებს მოუწოდა აიღონ ე.წ "ჩიპიანი პასპორტები",  რასგან მასში ვერანაირ პრობემას ვერ ხედავს.

სტუდენტების ნაწილი კი თვლის, რომ "ჩიპიანი პასპორტები" ანტიქრისტიანულია და რექტორის მხრიდან მოწოდების გაჟღერებისთანავე მამა ირაკლი ახალაძეს დაუპირისპირდნენ.

სემინარიის ახალი რექტორი აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას 2013 წლის 1 ნოემბრიდან შეუდგა.

ქუთაისის სასულიერო აკადემიის რექტორად დანიშვნამდე მამა ირაკლი თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი იყო.


აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.   

 

 

ავტორი: ნიუპრესი