|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოძღვრის ასაყვანად ეკლესიაში მისულ მრევლს პირადობის ასლი და ფოტოსურათი მოსთხოვეს

ქუთაისში, მოძღვრის ასაყვანად ეკლესიაში მისულ ადგილობრივ მცხოვრებს, პირადობის მოწმობის ასლი და ფოტოსურათი (3/4-ზე ზომის) მოსთხოვეს. აღნიშნულის თაობაზე ქუთაისში მცხოვრებმა newpress.ge-ს თავად უამბო (newpress.ge მის ანონიმურობას იცავს)

"მინდოდა მოძღვარი ამეყვანა და შაბათს, გამარჯვების მოედანე მდებარე ეკლესიაში წავედი. მაგრამ მამაოსთან რომ მივედი, მომთხოვა პირადობის მოწმობის ასლი და 3/4-ზე ფოტოსურათი მომიტანეო. ვერ მივხვდი ეს რაში ჭირდებოდა. როდესაც მიზეზი ვკითხე, მითხრა, ძალიან ბევრი მრევლი მყავს და დამახსოვრება რომ შევძლო, ამისთვის მჭირდებაო. თუმცა, შეეძლო ეს ყველაფერი ფურცელზე ჩამოეწერა და პირადობის ასლი და ფოტოსურათი არ მოეთხოვა. თანაც, თუ უბრალოდ დასამახსოვრებლად ჭირდებოდა ფოტოსურათი, რა საჭირო იყო 3/4 ზომის ფოტო?  ამიტომ, უარი ვთქვი ამ ეკლესიაში მოძღვრის აყვანაზე და სხვა ეკლესიაში წავედი, სადაც მსგავსი ფაქტი აღარ განმეორებულა"  - ამბობს ქუთაისში მცხოვრები.


აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.  

 

ავტორი: ნიუპრესი