სტიქიამ ბაღდათს დაახლოებით 800 ათასი ლარის ზარალი მიაყენა
იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. სამუშაოებში ჩართულია იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაცია.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ამჯამად გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. ასევე, გამგეობაში შექმნილია სპეციალური კომისია და ზარალს ითვლიან. ამ წუთის მონაცემებით ზარალმა 800 ათასი ლარი შეადგინა.
ვანის მუნიციპალიტეტში უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, გამგეობაში გამოყოფილია მობილური ჯგუფები, რომლებიც ყველა სოფელში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. მობილიზებულია სპეც. ტექნიკა. სტიქიის ზონაში ეტაპობრივად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტებში ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის შემდეგ იმერეთის რეგიონის მასშტაბით არსებული მონაცემები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება, რათა დროულად მოხდეს მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერაში ჩართული არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამსახურებიც.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















