სტიქიით დაზარალებულ რაიონებში პრემიერი ჩავა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში, შესაბამისი სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ.
შეგახსენებთ, რომ სტიქიამ იმერეთის სოფლები დააზარალა. განსაკუთრებით ვანის მუნიციპალიტეტი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.59%
გაუარესდა - 53.38%
არ შეცვლილა - 12.03%
სულ - 133 ხმა


16:17
12:09
11:59
17:20
















