თამარ კეკენაძე ჭიათურაში მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდასაჭერად იმყოფებოდა
„თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე ჭიათურაში იმყოფებოდა. კეკენაძის განცხადებით, ჭიათურაში მისი სტუმრობის მიზანს „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, თეიმურაზ გაფრინდაშვილისათვის პიროვნული და პარტიული მხარდაჭერის გამოხატვა წარმოადგენდა.
„მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ ჩვენს კანდიდატს თეიმურაზ გაფრინდაშვილს სრული პიროვნული და პარტიული მხარდაჭერა გამოვუცხადო. ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე. ჭიათურაში აპირებს ჩამოსვლას ირაკლი ალასანიაც, რომელიც რჩება ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ,“ - ამბობს თამარ კეკენაძე.
ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატის თეიმურაზ გაფრინდაშვილის განცხადებით, მეორე ტურისათვის ის აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს.
„მე ვერ ვუღალატებ ჭიათურას, ვერ ვუღალატებ ჭიათურელებს, ამიტომ მეორე ტურისთვის ვაპირებ აქტიურად მომზადებას და ვაპირებ გამარჯვებას უკეთესი ჭიათურისათვის,“ - განაცხადა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, ჭიათურაში მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი სულხან მახათაძე, "თავისუფალი დემოკრატებიდან" თეიმურაზ გაფრინდაშვილი დაუპირისპირდებიან.
მერაბ გაფრინდაშვილი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც "თავისუფალი დემოკრატებიდან" მეორე ტურში მონაწილეობას აგრძელებს. ირაკლი ალასანია, რომელიც ასევე მეორე ტურში გადავიდა გორში, არჩევნებს გამოეთიშა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















