|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“-მეჭიაურმა ახალი პარტია შექმნა

თამაზ მეჭიაურმა ახალი პარტია შექმნა. მისი სახელწოდებაა -   „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. ამის შესახებ ახალი პარტიის ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მან პარტიის სახეები -  ჯემალ სეფიაშვილი, სანდრო ბრეგაძე, დავით ფაცაცია, ლალი მაროშკინა, ია მეტრეველი წარადგინა. 

პარტიის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ლალი მოროშკინა მიიჩნევს, რომ ახლადშექმნილი პარტია არჩევნებზე მინიმუმ მეორე ადგილს დაიკავებს.

როგორც თამაზ  მეჭიაურმა განაცხადა, მან თანამშრომლობა შესთავაზა ლევან ვასაძესაც, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. ”უარს არ ვიტყვით, თუკი ჩვენთან ითანაშრომლებს. ეროვნულ საკითხებში ჩვენი ხედვები ემთხვევა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის. ახლოს მყოფი ხედვები გვაქვს და მივესალმები, თუკი თანამშრომლობა შედგება”, - განაცხადა  მეჭიაურმა.

პარტიის დასარეგისტრირებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი  უკვე შეტანილია.

შეგახსენეთ, მეჭიაურმა "ქართული ოცნება" საგარეო ორიენტაციის საკითხში შეუთანხმებლობის გამო დატოვა.  მისი განცხადებით, არ აპირებს პარტია "ქართული ოცნების" დაწუნებული კანდიდატებით დააკომპლექტოს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა