„თავისუფალი დემოკრატები“ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატებს სექტემბერში წარადგენს
წინა საარჩევნო პერიოდის მიუხედავად, აგვისტოში პოლიტიკური პარტიები დაა საარჩევნო სუბიექტები ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან. მხოლოდ რამდენიმე კანდიდატმა დაიწყო მოსახლოებასთან შეხვედრები.
"თავისუფალ დემოკრატებს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა გარკვეული აქვთ, თუმცა ქუთაისში მათი ოფიციალური წარდგენა ჯერ არ მომხდარა.
ოფისის ხელმღვანელი და მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხაზარაძე აღნიშნავს, ყველაფერი გადაწყვეტილია და მხოლოდ ფორმალური ხასიათის პრეზენტაცია დარჩა. მისივე თქმით, მაჟორიტარების წარდგენა სექტემბერში მოხდება.
„საშტაბო მუშაობაზე ვართ, ვხვდებით ამომრჩევლებს, "კარდაკარის" პროგრამაზე ვმუშაობთ, აღწერას და შიდა კვლევას ვაკეთებთ ყოველდღიური შეხვედრებით, აქტიურ მუშაობაზე სექტემბრიდან გადავალთ“, - აცხადებს ხაზარაძე.
პარტიის სამოქმედო გეგმასა და პროგრამასთან დაგავშირებით ხაზარაძე აცხადებს, რომ მათი მთავარი აქცენტი საქმის კეთების სრულიად განსხვავებული ფორმაა.
“თავისუფალ დემოკრატებში“ იმიტომ ვარ, რომ აქ საქმიანი ხალხია. ამ პარტიას აქვს საქმის კეთების სხვანაირი ფორმა და ტაქტიკა. იმ რესურსების პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენს შესაძლებლობებს რაციონალურად გამოვიყენებთ. ეს არის ძალიან მაგარი ფორმულა, რაც არავის აქვს. რაც შეეხება საარჩევნო პროგრამებს, პარტიების პროგრამები დიდად არ განსხვავდება, რაც ერთის მხრივ კარგია, მეორეს მხრივ ცუდი“, - განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, თავისუფალი დემოკრატების სახელით ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატების მოპოვებას გოგი ხაზარაძე (#47), გია გრძელიძე (#48) და ლელა სებუა (#49) შეეცდებიან.
„ნიუპრესი“ პერიოდულად გაგაცნობთ ქუთაისში წარმოდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების ხედვებსა და გეგმებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















