|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბაგრატის ტაძარში სტალინის ფოტო აღებული დაგვხვდა"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა ნარსიას განცხადებით, "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარის გია გოქაძის ბრიფინგის მედიაში გაშუქების შემდეგ ბაგრატის ტაძარში ავიდნენ, თუმცა სტალინის სურათი მითითებულ ადგილზე აღარ დახვდათ. 

"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაგრატის ტაძარში სტალინის ფოტო გამოფინეს.  ჩვენი მისვლისას, ფოტო ადგილზე აღარ დაგვიხვდა,  ნაჩქარევად არის აღებული, რაც ადვილი შესამჩნევია. მოვიკითხეთ და გვითხრეს მიტროპოლიტ კალისტრატეს მიმართეთო", -განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა ნიკა ნარსიამ.

ნარსიას განცხადებით,  საქართველოს პირველი პატრიარქი (ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ)  უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაიას გვერდით სტალინის ფოტოს დადება რუსული პროპაგანდის ნაწილია.

 "ამბროსი ხელაია, რომელიც კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლია, მის გვერდით სტალინის ფოტოს დადება არის გაუგონარი ცინიზმი, რასაც არ  შევეგუებით.  ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომელიც საქართველოში მუშაობს დღეს, ისე როგორც არასდროს, სამწუხაროა, რომ ეს ხდება ეკლესიებში", -განაცხადა ნარსიამ.

მისი თქმით, საქართველოში რუსული პროპაგანდა უნდა აიკრძალოს.

 

 

გამოფენის ექსპოზიცია სტალინის ფოტოს აღებამდე

 

ამ თემაზე: ბაგრატის ტაძარში სტალინის ფოტო გამოფინეს

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა