|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისის შემოგარენში პირველი თოვლი მოვიდა

თბილისის შემოგარენში თოვს. თოვლის სახით ნალექი მოდის წავკისში, წყნეთში, კოჯორში. თოვს ასევე კახეთში - ბოდბეში, დედოფლისწყაროში.

რაც შეეხება ხვალინდელ ამინდს, როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, 26 ოქტომბერს, თბილისში მოსალოდნელია ნალექი და ნისლი, დედაქალაქის შემოგარენში კი, არ არის გამორიცხული თოვლ-ჭყაპი, ან თოვლი აღინიშნოს, კერძოდ საუბარია წყნეთზე, კოჯორსა და ოქროყანაზე. ასევე, შესაძლოა თოვლ-ჭყაპი, ან თოვლი აღინიშნოს, კახეთის ზოგიერთ რაიონშიც.

26 ოქტომბერს ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10 +15, აღმოსავლეთში +2 +6, თბილისში კი, +4 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები გამოდარებას 27 ოქტომბრიდან ელოდებიან.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა