|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თებერვალში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ 9.5% შეადგინა - სებ

თებერვალში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ – 9.5%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 3.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.  

ეროვნული ბანკის ცნობით, ძროხის ხორცის, იმერული ყველის, კარტოფილისა და შოკოლადის გავლენა ინფლაციაზე ჯამში 1.1 პპ-ს შეადგენდა.  

„წლიურ ჭრილში ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად კვლავ სურსათის გაძვირება აისახება. თებერვალში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ – 9.5%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 3.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი გავლენა პურს აქვს (0.9 პპ). ძროხის ხორცის, იმერული ყველის, კარტოფილისა და შოკოლადის გავლენა ინფლაციაზე ჯამში 1.1 პპ-ს შეადგენდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 5.9%-იანი ინფლაცია, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.5 პპ-ით გაიზარდა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ინტერნეტის გადასახდელი მოქმედებდა (-0.12 პპ). ამავდროულად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარკვეული პროდუქტების ფასების წლიური შემცირება ინფლაციას ამცირებს“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტების ინფლაციას, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.5% შეადგინა.

„ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს. შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია კი 6.2%-მდე გაიზარდა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ოქროს გაძვირებამ შეიტანა. ამის გარდა, ამ კატეგორიაში დიდი წვლილი ზეთზე, კარტოფილსა და შოკოლადზე მოდიოდა. იმპორტირებული პროდუქტების ფასების წლიურმა დეფლაციამ 0.7% შეადგინა. იმპორტირებული პროდუქტების დეფლაციაზე ყველაზე მეტად საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფება მოქმედებდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა