|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თემურ ცამციშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მან დღეს  სააპელაციო სარჩელით მოსამართლე მანანა ნიკაჭაძის განაჩენის გაბათილება მოითხოვა. ცამციშვილის განცხადებით, თანხას, რასაც მას მერია ედავება, უკვე გადახდილია.

"თანხა, რასაც მედავებიან, უკვე გადახდილია კომპანიის მიერ, ამიტომ გაუგებარია, მერია რა ზალარს მთხოვს, როდესაც ბიუჯეტში თანხა შესულია. დღეს გავასაჩივრე მოსამართლის გადაწყვეტილება და მოვითხოვე საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაბათილება. საქმეში არის შეუსაბამობა, რაც არ გაითვალისწინა მოსამართლემ. საქმის ხანდაზმულობასაც არ მიაქციეს ყურადღება და მედავებიან არარსებულ თანხას", -განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

ცამციშვილი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს არსებულ შეუსაბამობას.

საკითხთან დაკავშირებით  პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიბინგი გამართა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც ასევე ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა. 

მერია ცამციშვილს 2011-12 წლებში მომხდარ ფაქტს ედავება, როდესაც თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი იყო.  სასამართლომ ცამციშვილი  სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხების გაფლანგვის ბრალდებით,  6000 ლარით დააჯარიმა. 

 

 ამ თემაზე: "ქუთაისის მერია გადახდილი თანხის ხელმეორედ გადახდას ითხოვს"

ქუთაისის სასამართლომ თემურ ცამციშვილს 5 800 ლარის გადახდა დააკისრა

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა