|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტენდერების ჩატარების პირობები იცვლება

დღეიდან ტენდერის გამოცხადება ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე მოხდება.
როგორც  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, დღეიდან ამოქმედდა  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივნისის №5 ბრძანება, რომლის თანახმადაც, დაინერგა გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი მეთოდი. კერძოდ, ტენდერი ვაჭრობის დაფარული მონაცემებით, ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე გამოცხადება.

„ახალი მეთოდი ორდინალური ტენდერებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში ელექტრონული ვაჭრობა მიმდინარეობს მხოლოდ ძირითად დროში, რომლის განმავლობაშიც პრეტენდენტს მხოლოდ ერთხელ აქვს უფლება, შეამციროს მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასი არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტების რაოდენობის, მათი ვინაობისა და სატენდერო წინადადებების ანონიმურობას“, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ტენდერისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, საჯარო ხდება მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის ვინაობა და სატენდერო წინადადება. ტენდერში პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები საჯარო ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შემსყიდველი ორგანიზაცია ტენდერის შედეგად გააფორმებს ხელშეკრულებას და ტენდერს მიანიჭებს სტატუსს „ხელშეკრულება დადებულია“. ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში პრეტენდენტთა რაოდენობა, სხვა პრეტენდენტების ვინაობა და მათი სატენდერო წინადადებები, რომლებიც ჯერ კიდევ არ გახსნილა, საჯარო აღარ გახდება და დარჩება დაფარული.

სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული სიახლე ემსახურება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მხრიდან უფრო მეტად გააზრებული სატენდერო წინადადების ფასის დაფიქსირებას, აგრეთვე ტენდერში მონაწილეობისას მათ შორის შესაძლო გარიგებების გამორიცხვას.

წყარო: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა