|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტენდერში გამარჯვებულ ფირმას ატრაქციონების ხელმეორედ მოწყობა დაევალა

 ქუთაისის  მერიის მიერ, საბავშვო ატრაქციონების შეძენა - მონტაჟზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯეო პარკს" 2016 წლის 29 მარტს გაუფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N129 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ჯეო პარკს“ უნდა შეეძინა და დაემონტაჟებინა ქალაქ ქუთაისში მითითებულ მისამართებზე 12 ერთეული საბავშვო ატრაქციონი, რომელიც გათვლილი იქნებოდა 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის და დააკმაყოფილებდა იმ ტექნიკურ მახასიათებლებს, რაც მოთხოვნილი იყო სატენდერო წინადადებაში.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის განცხადებით, მიმწოდებლმა  ჩამოიტანა  და ტექნიკური დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი აზომვების ჩატარებამდე ატრაქციონები ხუთ მისამართზე დაამონტაჟა.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ  დამონტაჟებული საბავშვო ატრაქციონები შედარებით მცირე ზომის იყო და არ აკმაყოფილებდა სატენდერო წინადადების მოთხოვნებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიას დაევალა მის  ატრაქციონების დემონტაჟი.

შ.პ.ს ,,ჯეო პარკმა“ უნდა შეიძინოს და დაამონტაჟოს ატრაქციონები, რომელთა მონაცემები შეესაბამება ხელშეკრულების მოთხოვნებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა