ტექსტილის 15 ქარხანა და ბრენდული კომპანიები ქუთაისში
"ქუთაისი ტექსტილის ქალაქი უნდა გახდეს" -განაცხადა „ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანმა ოსმან ჩალიშქანმა(მჟავანაძე). მისი თქმით, ასოციაციაში" შემავალი კომპანიები ქუთაისში ტექსტილის 15 ფაბრიკის გახსნას გეგმავენ. გეგმის მიხედვით, ქუთაისში 150 ჰექტარზე უნდა მოეწყოს ქარხნები და ამ მიზნით ეკონომიკის მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
„ საბჭოთა კავშირის დროს ქუთაისი ტექსტილის ქალაქი იყო და გვინდა, რომ ეს სტატუსი დაუბრუნდეს ქალაქს. ჩვენ გვინდა მოვამზადოთ ადგილები, სადაც ინვესტორი შემოვა და შეეძლება მუშაობის დაწყება. მომავალ წელს სტამბულში ტექსტილის ექსპორტიორებთან მოლაპარაკებებიც გვაქვს დაგეგმილი" აცხადებს ჩალიშქანი.
მისივე თქმით, „საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში" შემავალ კომპანიებს სურთ 150 ჰექტარი მიწის შეძენა და სახელმწიფომ უკვე შესთავაზათ სამი შესაძლო ვარიანტი. ჩალიშქანის თქმითვე, ინვესტორი როდესაც დაინახავს, რომ ტერიტორია მოწყობილია, კომუნიკაციები გამართულია და კადრები მომზადებულია, დაინტერესება გაიზრდება.
ქარხნების მშენებლობის შემდეგ ქუთაისში ბრენდული კომპანიები შემოვლენ, თუმცა ამ ეტაპზე მათი დასახელებისგან თავს იკავებენ.
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ქუთაისში ტექსტილის ორი ქარხანა უკვე ამოქმედდა, სადაც ჯამში 2,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, ქარხნების ოფიციალური გახსნა კი მომავალ წელსაა დაგეგმილი. ჩალიშქანის ინფორმაციითვე, ასოციაციაში შემავალი კომპანია „აჭარა ტექსტილი" 6 თვეში ფოთში ახალ ქარხანას გახსნის, სადაც 3 000 ადამიანი დასაქმდება.
წყარო: commersant.ge
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















