თერჯოლაში ყირიმ-კონგოს ცხელებით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ახლაგაზრდა ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ყირიმ-კონკოს ცხელება დასახელდა.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, შემთხვევა დაახლოებით 15 დღის წინ მოხდა. ახალგაზრდა ქალი ცხოველის ე.წ. ტკიპამ დაკბინა, რის შედეგადაც ყირიმ-კონკოს ცხელება განუვითარდა. ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
„სეს“-ის წარმომადგენლის, ოთარ პარკაძის განცხადებით, ორგანიზაციის მიერ მოხდა აღნიშნული ადგილის შეწამლვა და დამუშავება. ასევე პრევენციის მიზნით შეწამვლა მოხდა სოფელშიც.
ერთი ვერსიით, შესაძლოა, ე.წ. ტკიპა შემოტანილ თივას შემოყვა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო“ მოსახლოებას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















