"თეთრ ხიდზე" დაზიანებული მინა 2 დღეში შეიცვლება" - ქუთაისის მერია
"თეთრ ხიდზე" დაზიანებული მინა 2 დღეში შეიცვლება - ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის მერიაში განუცხადეს.
მერიის ინფორმაციით, მინის შეცვლა ქუთაისის ბიუჯეტს 2 200 ლარი დაუჯდება, სამუშაოებს "შპს იმერ გლას კომპანი" შეასრულებს. მერიამ მასთან პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა.
აღნიშნულმა კომპანიამ "თეთრ ხიდზე" დაზიანებული მინა ორი თვის წინაც შეცვალა, რა დროსაც მერიამ 1500 ლარი გადაიხადა. მერიაში აცხადებენ, რომ ამჯერად დაზიანებული მინა შედარებით დიდი ზომისაა.
შეგახსენებთ, "თეთრ ხიდზე" პანორამული მინის დაზიანების მეორე შემთხვევაა. პირველ ჯერზე მინა დაზიანებული რამდენიმე თვის განმავლობაში იყო და მხოლოდ 2 მაისის დღესასწაულისათვის მოხდა მისი შეცვლა, ამჯერად მერიაში დაზიანებული მინის მოკლე ხანში განახლება გადაწყვიტეს.
"თეთრ ხიდზე" მინა მეორედ 19 ივნისს დაზიანდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















