"თეთრ ხიდზე" დაზიანებული მინა ახლით შეცვალეს
"თეთრ ხიდზე" დაზიანებული მინა შეცვლილია, თუმცა ამ დრომდე ტერიტორია შემოღობილი რჩება.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოები შპს "იმერ გლას კომპანიმ" 2 200 ლარის სანაცვლოდ შეასრულა. მერიამ კომპანიასთან პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა.
აღნიშნულმა კომპანიამ "თეთრ ხიდზე" დაზიანებული მინა ორი თვის წინაც შეცვალა, რა დროსაც მერიამ 1500 ლარი გადაიხადა. მერიაში აცხადებენ, რომ ამჯერად დაზიანებული მინა შედარებით დიდი ზომისაა, თუმცა ვიზუალური დაკვირვებით, მინები თანავარი ზომისაა.
შეგახსენებთ, "თეთრ ხიდზე" პანორამული მინის დაზიანების მეორე შემთხვევაა. პირველ ჯერზე მინა დაზიანებული რამდენიმე თვის განმავლობაში იყო და მხოლოდ 2 მაისის დღესასწაულისათვის მოხდა მისი შეცვლა, ამჯერად მერიაში დაზიანებული მინის მოკლე ხანში განახლება გადაწყვიტეს.
"თეთრ ხიდზე" მინა მეორედ 19 ივნისს დაზიანდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















