|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტობე"-ს მფლობელის შვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ ნივთს ექსპერტიზა ამ დრომდე უტარდება

ქუთაისში, სამშენებლო კომპანია "ტობე"-ს მფლობელის შვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი ნივთიერება პოლიციამ მოხსნა და ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. 
კომპანიის მფლობელის თენგიზ ჩირაძის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნა ამ მდომდე არ იციან.

„ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რა არის ამდენი საქსპერტიზო ვერ გავიგე, იმედია დროულად მოგვაწვდიან ინფორმაციას“-განაცხადა თენგიზ ჩირაძემ.

ქუთაისში, სამშენებლო კომპანიის ”ტობე”-ს მფლობელის შვილის ავტომობილში საეჭვო მოწყობილობა გუშინ  აღმოაჩინეს. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მანქანაში, შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო დამონტაჟებული. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა