|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" ბაზაზე ფოტოვოლტაიკური განათება დამონტაჟდა

საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ბაზაზე  სხვადასხვა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სიტემა მოეწყო. "ტორპედოს"  ბაზაზე ქსელთან მიერთებული ფოტოვოლტაიკური განათება დამონტაჟდა. სისტემა შედგება 16 ერთეული 30 ვტ.-იანი და 10 ერთეული 60 ვტ-იანი LED სანათებისგან, რომლებითაც ჩანაცვლდა საფეხბურთო მოედნის ირგვლივ განათების ბოძებზე არსებული ნატრიუმის სანათები. მზის პანელების მიერ დღისით გამომუშავებული ენერგია მიეწოდება ობიექტის შიდა ქსელს. მზის ფოტოელექტრული სისტემის პიკური სიმძლავრეა 1560 ვატი. ასევე  დამონტაჟდა 2000 ლიტრი ტევადობის მზის აქტიური წყალგამაცხელებელი სისტემა, რომელიც მიუერთდა არსებულ, ბუნებრივ აირზე მომუშავე ცხელწყალმომარაგების სისტემას.

"ტორპედოს" ბაზის შენობაში არსებული 350 ცალი არაეფექტური (ვარვარა) ნათურები შეიცვლა ენერგოდამზოგი ნათურებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაჟთა გუნდებს შორის ფეხბურთში შეჯიბრება მოეწყო. ფეხბურთელებს  მატჩის დასრულებისას  ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, მაისურები და კეპები გადაეცათ. 

პროექტი განახორციელდა კავშირი „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“-მ, BP-სა და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორების, ქუთაისის  მერიის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)/„ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ თანადაფინანსებით.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა