|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს საკითხთან დაკავშირებით იტალიელებმა მოსაფიქრებლად 4 დღე ითხოვეს"

"ტორპედოს" სპონსორობის  საკითხთან დაკავშირებით იტალიელებმა  მოსაფიქრებლად  4 დღე ითხოვეს"  -ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლებმა სიტუაცია შეისწავლეს და გადაწყვეტილებას მომდევნო კვირის დასაწყისში აცნობებენ. 

შეგახსენებთ,  ქუთაისის საფეხბურთო კლუბით "ალიანს გრუპ კომპანი" არის დაინტერესებული, რომლის წარმომადგენლები  ქუთაისში ორი კვირის წინ  იმყოფებოდნენ და საკითხი შეისწავლეს. 

 კლუბის მიმართ ინტერესი გამოიჩინა გერმანულმა ჯგუფმა. როგორც კლუბის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გუშინ განაცხადა,  ამ საკითხზე შეხვედრა ქუთაისის მერიაში დღეს უნდა შედგეს.  ვიცე მერის იუზა უგულავას თქმით, შეხვედრა საღამოს საათებში გაიმართება. ამ დროისათვის ქალაქში არ იმყოფება ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. 

 შეგახსენებთ, ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ყოფილი მფლობელის საქმიანობის შედეგად ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა.  საქმე სასამართლომდე მივიდა, თუმცა კლუბის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ ახალი სპონსორის გამოჩენის შემთხვევაშია შესაძლებელი. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა