|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დამოუკიდებელი ქვეყანა თავისუფალი უნდა გავხადოთ"–გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი იმერეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.
დღეს პრეზიდენტმა ქუთაისში კადეტთა ლიცეუმი მოინახულა. გიორგი მარგველაშვილმა კადეტთა ლიცეუმი დაათვალიერა და ბოლოს კადეტებისთვის ლექცია გამართა.
"წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავია. თქვენ, კადეტებო, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადეთ. ჩვენ კი საბჭოთა კავშირში და ჩვენ გადავდით ნაბიჯი, რომ საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს არის სულისკვეთება, რაც ჩვენს წინასწრებს ქონდათ. ახლა თქვენს წინაშე დგას უფრო დიდი ამოცანა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა გახადოთ  თავისუფალი.   2016 წელი წელი იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფოს წელი. ევროპულ წლად ამ წლის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოებრიივი მნიშვნელეობის ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომელიც იქნება მოქალაქეების თავისუფალი ნება. წელს არის არჩევნები, რომელშიც მოსახლეობა თავის ნებას გამოავლენს, რა ხედვა აქვს და რა ღირებულებებით უნდა საქართველოს აშენება", –განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ლექციის ბოლოს პრეზიდენტმა კადეტების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრას  იმერეთის გუბერნატორი ესწრებოდა.
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი