|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერთან არსებული ბიზნესის საბჭო შეიქმნა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ბიზნეს საბჭო დღეს შეიქმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში შეხვედრა გაიმართა. სხდომაზე  19 ბიზნესმენი იყო მიწვეული, რომლებსაც ქალაქის მერი შოთა მურღულია, მერის მოადგილე კოტე ქავთარაძე და ქუთაისის ეკონომიკური სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი შეხვდნენ. ბიზნეს საბჭოს მიზანია  ადგილობრივი თვითმმართველობების ეფექტური მუშაობა, ბიზნესის განვითარების მიზნით წინადადებების  და რეკომენდაციების მომზადება.  შეხვედრაზე ბიზნესმენებმა საკუთარი შეხედულებები წარმოადგინეს და საბჭოს შექმნა დადებითად შეაფასეს.

„საბჭოს შექმნა არის მისასალმებელი, რამეთუ მეწარმე ბიზნესმენების  ხელშეწყობა არამარტო მათი ხელშემწყობაა, არამედ ქვეყნის განვითარებიისთვის არის მნიშვნელოვანი. დღეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც ქუთაისის მერის ინიციატივით განხორციელდა. რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ მოწვევა ბიზნესსაბჭოს შესახებ. საკმაოდ საინტერესოა აღნიშნული საბჭოს არსებობა. თუ ეს არ იქნება პოლიტიკური ორგანო და თუ ეს იქნება ნამდვილად ბიზნესის დამცველი და გზის მიმცემი სერიოზული წინსვლა ექნება იმერეთს. დიდი იმედი მაქვს, რომ საბჭო დადებით შედეგს გამოიღებს“,-განაცხადა კლინიკა „XX1 საუკუნის“ დამაარსებელმა ნანა შულაყაძემ.

„ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს ბიზნეს საბჭო, რომელიც იმუშავებს მერიასთან ერთად. ჩვენ ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს, იქნება ეს ტურიზმის თუ სხვა სფეროს წახალისებისთვის. მიმაჩნია, რომ ბიზნესი და თვითმმართველობა მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში“,-განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.

საბჭოში სულ 35 ბიზნესობიექტი იქნება გაწევრიანებული. შემდეგი შეხვედრისთვის უკვე დაიგეგმა პრეზენტაციები, რომელსაც თავად ბიზნესმენები წარმოადგენენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა