|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თუ ნასესხები ფულით გზას გავიყვანთ და ფულს მიწაში ჩავდებთ, ვალს როგორ გადავიხდით? - გია ხუხაშვილი

“ხელისუფლებამ ძალიან დიდი კრედიტი დახარჯა არამიზნობრივად. თუ ნასესხები ფულით გზას გავიყვანთ და ფულს მიწაში ჩავდებთ, ვალს როგორ გადავიხდით? კრედიტით აღებული ფული ისეთ წარმოებაში უნდა ჩადო, რაც შემოსავალს გაგიჩენს. ამის შესახებ  ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. 

მისივე თქმით, მხოლოდ ინვესტიციების იმედად ყოფნა არ შეიძლება. 

“ხელისუფლებამ ძალიან დიდი კრედიტი დახარჯა არამიზნობრივად. ერთი რამ უნდა გვესმოდეს - ეკონომიკას ვერ გადავარჩენთ, თუ თევზს ვუყიდით. საწარმოო სექტორის ინვესტირებისთვის ანკესის ყიდვა გვჭირდება, ფული უნდა დავატრიალოთ, ვაწარმოოთ და გავყიდოთ თუნდაც პირველადი მოხმარების საგნები. ამით ფულიც შემოვა ბიუჯეტში და ხალხსაც დავასაქმებთ. დღეს აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გადატანილი. თუ ნასესხები ფულით გზას გავიყვანთ და ფულს მიწაში ჩავდებთ, ვალს როგორ გადავიხდით? კრედიტით აღებული ფული ისეთ წარმოებაში უნდა ჩადო, რაც შემოსავალს გაგიჩენს, მოსახლეობას დაგისაქმებს და კვლავწარმოებაში დაგიბრუნდება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ერთი სიტყვაც არ გამიგონია, მხოლოდ ზოგადი ლოზუნგები მესმის. გამოვა რომელიმე მაღალჩინოსანი და იტყვის, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზეო... დიდი ბოდიში, მაგრამ ამ სიტუაციაში ინვესტიციების იმედად ყოფნა არ შეიძლება. ჩვენი ერთადერთი შანსი შიდასაინვესტიციო პოტენციალის გაჩენაა, ამას კი სახელმწიფოს ნება და შესაბამისი პოლიტიკა სჭირდება”.

 მისივე თქმით, ეკონომიკაში შედეგის მიღწევას სჭირდება რუტინული, გრძელვადიანი პროგრამები. ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ეკონომიკას გადახდისუნარიანს გახდის. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა