|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია: ”თუ ვინმე მოიწამლება, დამნაშავე ქალაქის მერი იქნება”

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია აქციების სერიას აგრძელებს. ამჯერად წულაია, სოლომონ პირველის შესახვევთან, რკინიგზის საავადმყოფოს მიმდებარედ დაზიანებულ წყალგაყვანილობას აპროტესტებს. მისი თქმით, აღნიშნულ ადგილზე ერთი წლის წინ გამოცვალეს მილები, დააგეს ასფალტი, მაგრამ  3 თვეში მილი გასკდა, ასევე დაზიანდა საკანალიზაციო არხი, ამ დრომდე მოსახლეობა დახმარებას  ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

”ადგილობრივები ამ ხნის განმავლობაში დახმარების თხოვნით მიმართავენ ქალაქის მერიას, თუმცა უშედეგოდ. დაზიანებული წყლის მილის გარდა, ღიაა საკანალიზაციო ჭა  და ფეკალიები ჩამოედინება. მოსახლეობა საშინელ მდგომარეობაშია, არის საშინელი სუნი, გავლა შეუძლებელია, თუმცა რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ  მილიონჯერ მიმართეს მერიას, არ არის. აქ ასევე არის საავადმყოფო, ეს სუნი მომწამვლელი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი აქ მცხოვრებლისთვის და თუ ვინმე მოიწამლება, დამნაშავე ქალაქის მერი იქნება,” -აღნიშნა წულაიამ.

ადგილობრივების განცხადებით, პრობლემას  ტროტუარზე ჩავარდნილი ასფალტის საფარიც წარმოადგენს. 

”რამდენიმე დღის წინ  ორმოში ჩავარდი და ფეხი დავიზიანე. ახლაც ძლივს გადავაადგილდები. უმრავჯერ ვითხოვე დახმარება, თუმცა ყურადღებას არავინ  გვაქცევს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, არ ვიცი”,-განაცხადა სოლომონ პირველის ქუჩის მცხოვრებელმა ბადრი ფურცხვანიძემ.

 

 

 როგორც "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, სოლომონ პირველის ქუჩაზე უკვე გასულია ტექნიკური სამსახური და ადგილზე მუშაობს. მიმდინარეობს დაზიანების მოკვლევა და ამის შემდეგ უკვე ოპერატიულად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.  კომპანიაში განმარტავენ, 24 საათის განმავლობაში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც მოსახლეობა არსებულ დაზიანებებზე აწვდის ინფორმაციას, რაზედაც ოპერატიულად ხდება რეაგირება და აქციებს არავინ ელოდება. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლიის განცხადებით, იქ მხოლოდ წყლის მილია დაზიანებული და არა საკანალიზაციო სისტემის.

 ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ საკითხი მერიის ქვემდებარე არ არის და შესაბამისად, გოგი წულაიას განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებენ.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა