"ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში მედიის ჩართვა მნიშვნელოვანია"
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ქუთაისში სემინარი გაიმართა. სემინარი მედიის წარმომადგენლებისთვის იყო გათვლილი და მის მიზანს მედიის ინფორმირება წარმოადგენდა.
„დაიგეგმა სემინარი ტუბერკულოზთან ბრძოლის კამპანიაში მოქალაქეების ჩართულობის მიზნით. მნიშვნელოვანია მედიის ჩართა, რადგან მათ აქვთ საშუალება ფართო მასებს მიაწოდონ ინფორმაცია ტუბერკულოზის და მასთან ბრძოლის შესახებ. ამიტომ სემინარი გაიმართა ჟურნალისტებისთვის, რომ მოხდეს დაინტერესება და პრობლემების და ბარიერების წარმოჩენის დროს მოხდეს ინფორმაციის სწორად მიწოდება“-განაცხადა მომხსენებელმა და მედიცინის დოქტორმა ეკა სანიკიძემ.
სემინარი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. მასში ჟურნალისტების გარდა სტუდენტების, მოსწავლე ახალგაზრობისა და პედაგოგების ჩართა მოხდება.
„აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის“ (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) (შემდგომში „GFATM“) მიერ დაფინანსებული „ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის რეზისტენტული ტუბერკულოზის ხარისხიანი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში - სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის, ტუბერკულოზის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















