|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულის მინდელის მაღაროში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 51 წლის თემურ კაკაურიძე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 7 ოქტომბერს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს, მე-6 უბანზე მოხდა.

„როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დილით, 07:00 საათზე, როდესაც მაღაროში დილის ცვლის მეშახტეები ჩავიდნენ, იგი უკვე გარდაცვლილი იყო. სავარაუდოდ, მან გონება დაკარგა და წაიქცა. გარდაცვლილს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა“, - განაცხადა დოლაბერიძემ.

მისივე თქმით, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“მუშების განცხადებით, წინა დღეებში მაღაროში „დაგაზიანება იყო“, ანუ ნახშიროჟანგი იყო დაგროვილი“, - აღნიშნა დარგის პროფკავშირის თავმჯდომარემ.

დოლაბერიძის ინფორმაციით, თემურ კაკაურიძემ მაღაროში მუშობა სამი თვის წინ დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა