ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებს ხელფასების მომატებაზე უარი უთხრეს
მინდელის სახელობის მაღაროს გაფიცულ თანამშრომლებთან ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
მაჟორიტარი დეპუტატი მაღაროელებთან ერთად "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" გენერალურ დირექტორს ვახტანგ ჩხეიძეს და ადმინისტრაციას შეხვდა. შეხვედრაზე ჩაფიძემ მაღაროელების მოთხოვნებზე ისაუბრა.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მაღაროელებმა განაცხადეს, მათ შორს ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ მოხდა. დირექტორმა მაღაროელებს მოუწოდა, შახტაში სამუშაოდ წასულიყვნენ, რადგან შახტის გაჩერებით ზარალდება როგორც კომპანია, ასევე რაიონი, ასევე აუცილებელია კონტრაქტორს დროულად მიეწოდოს მოპოვებული ნახშირი.
მაღაროელები ხელფასების 20%-ით მომატებას და ბიულეტენის 100%-ით ანაზღაურებას ითხოვენ.
წყარო: ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი





11:02
16:29
16:27
13:32
















