|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში "გირჩის" ოფისი გაიხსნა

"ეს არ დამთავრდება არც ერთი დღით და არც ერთი არჩევნებით",-განაცხადა პავლე კუბლაშვილმა ტყიბულში პარტიის ახალი ოფისის გახსნისას. "ყველაფერი ორიენტირებული იქნება განახლებაზე,  ახალი ადამიანების ჩართვაზე პოლიტიკაში, მიზანი კი, მოკლე ხანში, ქალაქის და ქვეყნის  ფეხზე დაყენებაა", -აღნიშნა კუბლაშვილმა. 

ოფისის გახსნას მასთან ერთად "ახალი პოლიტიკური ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ესწრებოდა. 

ტყიბულში "გირჩის"  ოფისი გამსახურდიას #27 იფუნქციონირებს. რაიონულურ ოფისს რატი გიორგაძე უხელმძღვანელებს.

იმერეთში უკვე "გირჩის" ხუთი ოფისი ფუნქციონირებს, მათ შორის  ქუთაისში,  ზესტაფონში, სამტრედიაში,  ბაღდათსა და ტყიბულში. 

პარტიაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ტყიბულში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისათვის  პავლე კუბლაშვილმა იბრძოლოს. აცხადებენ, რომ კუბლაშვილი, ისევე როგორც გოგა ხაჩიძე 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა