|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში მაღაროელის პროფესიული დღე აღინიშნა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მაღაროელის პროფესიული დღე აღინიშნა. ეს დღე პირველად 1948 წელს აღინიშნა.
 
 მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცეს და თავდაუზოგავი შრომისთის მადლობა გადაუხადეს.
 
,,ყველა მეშახტეს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით ასეთი რთული საქმის ერთგულებისთვის და სიყვარულისთვის. გისურვებთ დიდხანს გქონდეთ პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ენერგია და მოტივაცია. ყველა თქვენგანის მიერ გაწეული შრომა ფასდაუდებელია. ასეთი რისკიანი პროფესიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყუთ მძიმე სამუშაოს შესრულებაში’’–განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ. 
 
ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორთან ერთად ესწრებოდნენ მისი პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე და ,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფ“–ის ხელმძღვანელი პირები.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა