|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

საქართველოში 11 თებერვლიდან  ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.

 
12 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემერატურა +10, +15 გრადუსი იქნება.

ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია შტორმი. 

უამინდობა რამდენიმე დღე გასტანს. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა