|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უფასო ატრაქციონები, კულტრული და სპორტული ღონისძიებები-1 ივნისი ქუთაისში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად ქუთაისში სხვადასხვხა ღონისძიებები იმართება. ცენტრალურ ბულვარში გამოფენილია ბავშვთა ნახატები და ფოტოები ბავშვების თემატიკაზე. ასევე ეწყობა ტანმოვარჯიშეთა საჩვენებელი გამოსვლა, ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.

დღესვე, ბავშვების მონაწილეობით "მირზაანის" მიმდებარე ტერიტორიიდან  TBC-ბანკამდე ველოგარბენი მოეწყო. ცენტრალურ ბაღში დადგმულია ატრაქციონები. პატარებისადმი მიძღვნილ ღონისძებებს უერთდება გაბაშვილის პარკი, სადაც ბავშვებს დღეს   ატრაქციონებზე გართობა უფასოდ შეუძლიათ.

 სპექტაკლი გაიმართა პატარებისათვის თოჯინების თეატრში, სადაც ბავშვები თავად იყვნენ სპექტაკლის მონაწილეები და წამყვანთან ერთად ზღაპრის გმირებიც დახატეს. რეაბილიტირებულ უბანში კი, კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების აღსაზრდელების კონცერტი იმართება.

საღამოს კი "სურვილების ღამე" მოეწყობა,  21.00 საათზე ბაგრატის ტაძრის ეზოდან 500 ფრანს გაუშვებენ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი