|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უვადოდ მსჯავრდებულებმა პატრიარქის საჩუქრები მიიღეს

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უვადოდ თავისუფლება აღკვეთილმა პირებმა საქართველოს პატრიარქისგან საჩუქრები მიიღეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში უვადოდ მსჯავრდებულებს საჩუქრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, საპარტიარქოს წარმომადგენლებმა დღეს გადასცეს და მარიამობა მიულოცეს.

მსჯავრდებულებს საკვები პროდუქტები, ტკბილეული, საეკლესიო ლიტერატურა, ხატები და სანთლები გადაეცათ.

„საქართველოს პატრიარქმა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, უვადოდ მსჯავრდებულებს საჩუქრები გამოუგზავნა. ილია II-მ მათ მიმართ დიდი სიყვარული გამოიჩინა, ამას თავად მსჯავრდებულებიც გრძნობენ და ამ სითბოს თითოეული მათგანი აღნიშნავს“,- განაცხადა მამა გურამ ოთხოზორიამ.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საჩუქრებს სხვა დაწესებულებებში მყოფი უვადოდ მსჯავრდებულებიც მიიღებენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა