უხვად მოსულმა ნალექმა ტყიბულის მუნიციპალიტეტი დააზარალა
გუშინ, გვიან ღამით მოსულმა უხვად ნალექმა ტყიბულის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ტყიბულის გამგეობის პრესსამსახურის, ელისო ჭანტურიძის განცხადებით, თითქმის ყველა თემი დაზარალდა. განადგურებულია ნათესები, დაზიანდა გზები. ასევე ძლიერმა ქარმა სახურავის გარეშე დატოვა რამდენიმე ოჯახი.
გამგეობაში განმარტავენ, რომ ზარალის დასათვლელად შექმნილია დროებითი კომისია, რომელიც სოფლებში ზარალის აღწერის სამუშაოებს ატარებს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ზარალის ოდენობა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















