ვანის არქეოლოგიური მუზეუმი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. მუზეუმი შენობის გარეშე უკვე რამდენიმე წელია დარჩენილი. შენობის რეაბილიტაცია 2012 წელს დაიწყო და მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა. სახურავის გარეშე დარჩენილ შენობა დანგრევის პირას მივიდა.
არქელოგიური მუზეუმი 4 წელია ვიზიტორებს ვერ იღებს. ექსპონატების ნაწილი თბილისშია გადატანილი, ნაწილი კი ვანში არასათანადო პირობებში ინახება.
ცოთა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იმერეთის ურბანული განვითარებისათვის გამოყოფილი 9 მილიონი დოლარიდან თანხა ვანის მუზეუმის აღდგენასა და მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც იმერეთს 9 მილიონი დოლარი გამოეყოფა.
პროექტი მიზნად ისახავს იმერეთში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციის, აგრეთვე ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას. დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, გათვალისწინებულია ვანის მუზეუმის, მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















