|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანისა და ხონის დეპუტატის მანდატის მოპოვებას გიგი უგულავა შეეცდება

ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატის გამოთავისუფლებული მანდატის მოპოვებისათვის  გიგი უგულავა იბრძოლებს.  პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანმა ამის შესახებ  4 თებერვალს,  პარტიის რიგით მეხუთე რიგგარეშე ყრილობაზე განაცხადა.

„მე დავთანხმდი ჩემი კოლეგების, ადგილობრივი ორგანიზაციების წინადადებას და გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო პარლამენტის არჩევნებში ხონსა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში. ხონსა და ვანს აქვს შანსი ქვეყანაში მიმდინარე მდორე ცხოვრება პროგრესისკენ შემოაბრუნოს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

პარლამენტის შუალედური არჩევნები, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება.

შეგახსენებთ,  ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი გიორგი ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში დატოვა. ის პრემიერის ბრძანებით, სუსის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა