გრიგოლ ლილუაშვილი შესაძლოა, ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნოს
ვანისა და ხონის გაერთინებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, შესაძლოა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდეს. ინფორმაცია სამთავრობო გუნდის საკადრო ცვლილებების შესახებ უკვე ვრცელდება. არსებული ვერსიით, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს ნოდარ ხადურს გრიგოლ ლილუაშვილი შეცვლის.
„ნიუპრესი“ მაჟორიტარ დეპუტატს დაუკავშირდა. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მას აღნიშნულის შესახებ შეთავაზება ჯერ არ მიუღია. შეათავაზების შემთხვევაში გადავა თუ არა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ამბობს რომ ჯერჯერობით ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხებს.
გრიგოლ ლილუაშვილმა ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვა, მან 59.13 % მოიპოვა, მისი კონკურენტი ზურაბ ჯიბუხაია იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მან ხმათა 22.48 % მოიპოვა.
ლილუაშვილის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შემთხვევაში აღნიშნულ ოლქში განმეორებითი არჩევნები გაიმართება.
გრიგოლ ლილუაშვილი არჩევნებამდე თბილისის ვიცე მერის პოსტს იკავებდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















